Friday, April 8, 2011

გლობალური დათბობის ფონზე კლიმატის ცვლილების გამოვლინება საქართველოში

მეტეოროლოგიური ანალიზი საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში არსებული ცვლილებები, რომლებიც გამოიხატება აცივებისა და დათბობის პერიოდული ცვალებადობით. კერძოდ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შეინიშნებოდა კლიმატის დათბობა, რასაც თან მოყვა 60-იანი წლების აცივება და 90-იანი წლების სტაბილური დათბობა. აღსანიშნავია, რომ მისი სიჩქარე აღემატება უკანასკნელი 10 ათასი წლის განმავლობაში მომხდარი ყველა დათბობის სიჩქარეს.

გლობალური დათბობა გამოწვეულია კაცობრიობის სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ტემპების დაჩქარებით, რაც თავისთავად მჭიდრო კავშირშია ენერგიის მზარდ მოხმარებასთან.

„სათბურის ეფექტი“ არის ატმოსფერული მოვლენა, რომელიც ხელს უშლის ღამის საათებში დედამიწის ზედაპირის მკვეთრ გაცივებას, რაც განაპირობებს ატმოსფეროში სითბოს გარკვეული ნაწილის შეკავებას და გლობალური კლიმატის თანდათანობით დათბობას. სათბურის ეფექტის ძირითადი განმაპირობებელი გაზებია: ნახშირორჟანგი(CO2), მეთანი(CH4) და აზოტის ქვეჟანგი(NO2). გამოთვლებით დადგინდა, რომ ამ გაზების არარსებობის შემთხვევაში დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა -20 იქნებოდა, როდესაც დღესდღეობით ეს სიდიდე +15 შეადგენს. ძირითადი სათბურის აირებია: ნახშირორჟანგი, აზოტი და მეთანი.

გასულ საუკუნეში, წიაღისეული საწვავის ინტენსიური მოხმარების შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის 30%-ით გაზრდამ,  საშუალო გლობალური ტემპერატურის 0,6 აწევა გამოიწვია, ეს გამოვლინდა გრენლანდიის და ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის და  მყინვარების ნაწილორივ დნობაში. რის გამოც მოხდა მსიფლიო ოკეანის დონის 10-20 სანტიმეტრით აწევა, ტროპიკული ქარიშხლების ინტენსივობის, გვალვების სიხშირის და სიმკაცრის ზრდა. ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ამავე ტემპებით მატებამ საუკუნის ბოლომდე, შეიძლება  საშუალო გლობალური ტემპერატურის 1,4-5,8 მატება და ოკეანის დონის 9-88 სმ-ით აწევა გამოიწვიოს. აგრეთვე, სავარაუდოდ, მყინვარების დნობის შედეგად დაირღვევა მტკნარი წყლის დღესდღეობით ჩამოყალიბებული ბალანსი, რაც გამოიწვევს მსოფლიოს მრავალ რეგიონში წყლის უკმარისობას და მისი ხარისხის გაუარესებას.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური დათბობა ცნობილმა ქიმიკოსმა სვანტე არენიუსმა, 1895 წელს, ნახშირორჟანგზე ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებული ცდების შედეგად იწინასწარმეტყველა, მსოფლიო ყურადღება ამ საკითხმა მხოლოდ მე-20 საუკუნეში მიიპყრო.

გამოთვლებით დადგინდა, რომ უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა კლიმატურმა ცვლილებებმა განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია ჩრდილო ნახევარსფეროზე, რაც გამოიხატება საშუალო წლიური ტემპერატურის 0.75 მომატებაში. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი საქართველოზეც აისახა. დათბობასთან ერთად მთიან რეგიონებში გახშირდა წყალმოვარდნების, მეწყერების, ღვარცოფების და ზვავების ინტენსივობა, ხოლო არიდულ ტერიტორიებზე შეინიშვნება გვალვების გაძლიერების ტენდენცია. ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ, სპეციალისტების მიერ შეირჩა სამი ყველაზე მოწყვლადი რეგიონი, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ-გეორგაფიულ პირობებში იმყოფება და რომლებიც განხილულია გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ საქართველოს მეორე ეროვნულ შეტყობინებაში. ეს რეგიონებია: მდ. რიონის დელტა, ქვემო სვანეთი (ლენტეხის რაიონი) და დედოფლისწყაროს რაიონი. მათგან ყველაზე დიდ, ორმხრივ ზეწოლას განიცდის მდ. რიონის შესართავი, სადაც ერთის მხრივ მასზე ზეწოლას ახდენს მდინარეული ჩამონადენი, მასთან დაკავშირებული წყალმოვარდნებით და მეორეს მხრივ ზღვის დონის აწევის (2,5 მმ/წ) გამო მის მიერ ხმელეთის მიტაცება. თუ ყოველივე ამას დავუმატებთ კოლხეთის დაბლობის თანდათან დაშვებას (5 მმ/წ), რაც გამოწვეულია ტექტონიკური პროცესებით, ნათელი ხდება იმ პროცესების სიმწვავე, რომლის დაძლევაც მოუწევს ქვეყანას მიმდინარე საუკუნეში.

1955-1970 წწ (I პერიოდი) და 1990-2005 წწ (II პერიოდი) შედეგების შედარებით საშუალო წლიური ტემპერატურების მინიმალური ზრდით ხასიათდება სადგური ფოთი (0,2 )

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილების მინიმალური სიჩქარით აღინიშნება ფოთი, თუმცა უკანასკნელი 7 წლის შედეგების გათვალისწინებით, უახლოესი 5-10 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს. კლიმატის ცვლილების შესახებ პირველ ეროვნულ მოხსენებაში მოყვანილი მონაცემებით, ამ რეგიონში 1906-1995 წლებში შეინიშნებოდა -0.1 -0,2 აგრილება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო წლებში შეიცვალა დადებითი ნიშნის მაჩვენებლით. გარდა ტემპერატურისა და ნალექებზე დაკვირვებისა მდ. რიონის შესართავთან (და არამარტო აქ) ხდებოდა მდინარის ჩამონადენზე დაკვირვებაც. ნახევარი საუკუნის განმავლობაში იგი გაიზარდა 103 მ /წმ(25%-ით).

მდინარე რიონის დელტის საერთო ფართობი 150 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. 22 კმ-ზე იგი კოლხეთის დაბლობში იჭრება, ხოლო მდინარის დიფუზიის ზონა ზღვაში შეჭრილია 7 კილომეტრით. პროცენტულად ფოთის საგარეუბნო სასოფლო – სამეურნეო სავარგულებს უკავია დელტის 40%, კოლხეთის ეროვნულ პარკს 10%, დანარჩენ ნაწილს კი წარმოადგენს პალიასტომის ტბა, ჭაობები და „ნარიონალის“ სახელწოდებით ცნობილი პატარა ტბები, რომლებიც დაცული ტერიტორიებია. კოლხეთის დაბლობის სანაპირო ზონა ოდითგანვე გამოირჩეოდა პლაჟწარმომქმნელი ნატანის უხვი რაოდენობით, რომლის ერთერთ ძირითად წყაროს მდ. რიონი წარმოადგენდა. 1939 წელს რიონის კალაპოტის გადაგდებამ (4კმ.ით სამხრეთიდან ჩრდილოეთით) დელტის სამხრეთ ნაწილში შეამცირა მყარი ნატანის მოცულობა 8 მლნ მ 4,4მლნ მ, ხოლო პლაჟწარმომქმნელი მასალის რაოდენობა შეამცირა 2,1 მლნ მ -დან 1,3 მლნ მ-მდე. ამის შედეგად მკვეთრად შემცირდა წყალქვეშა კანიონებში, რომლებიც ნაპირთან საკმაოდ ახლოს იმყოფებოდნენ, მყარი ნატანის ჩადინება, რის გამოც მისი შესართავი დაიმალა და მანძილი ნაპირსა და მას შორის გაიზარდა. ამავე დროს დაიწყო ფოთი-მალთაყვის მონაკვეთის ინტენსიური გადარეცხვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და დღესდღეობით გადაირეცხა სანაპირო ზოლის 300 ჰა. სამაგიეროდ, დელტას ჩრდილო ნაწილმა დაიწყო ინტენსიური მოსილვა, რამაც დამატებითი სიძნელეები შეუქმნა ფოთის პორტის მისადგომებს.

ზემოთგანხილული პროცესები გამოიწვევს აღნიშნული რეგიონის მოწყვლადობის გაუარესებას,კერძოდ:
  • ფოთისა და მის გარეუბნებში მდინარის ადიდებასა და წყალდიდობებს, რაც გამოწვეული იქნება შტორმული მოდენებით.
  • პლიაჟები წაირეცხება ზღვის მიერ (რამაც უკვე იმსხვერპლა კოლხეთის სანაპირო ზონის 600 ჰა).
  • კომუნიკაციები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანებული იქნება ევსტაზიითა და შტორმული მოდენებით.
  • შეიზღუდება რეკრეაციული და საკურორტო სექტორი, ზღვის ზედაპირის აგრილებითა და ტურისტული სეზონის შემოკლებით.
  • დაზარალდება მეთევზეობა, ზღვის თერმული პირობების ცვლილების გამო საარსებო გარემო გაუუარესდება ზოგიერთი სახეობეობის თევზისა და პლანკტონისთვის.
  • სოფლის მეურნეობა იზარალებს სავეგეტაციო პერიოდის შემცირებისა და მიწის ეროზიის გამო.
  • კოლხეთის ეროვნულ პარკში წყლის მარილიანობის ზრდის შედეგად გაუარესდება პირობები ზოგიერთი ენდემური თევზისა და ხმელეთის ცხოველებისთვის.
აღნიშნული ცვლილებები სერიოზულ პრობლემას უქმნის ფოთსა და მის გარშემო განლაგებულ ობიექტებს (ფოთის პორტი), ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შემუშავდეს და განხორციელდეს საადაპტაციო ღონისძიებები. უნდა შეკეთდეს და გაძლიერდეს მდ. რიონის სანაპირო დამბები, მოხდეს არხის სათაო ნაგებობის სათანადო რეაბილიტაცია და მეტიც, მოეწყოს უწყვეტი მონიტორინგი ჩამკეტების გასაკონტროლებლად. ამ სამუშაოებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება რეალური საშიშროების შემთხვევაში, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის გაფრთხილება.
ზღვის მოდენის მიერ მდინარის ჩამონადენის დაბლოკვა დიდი მდინარეების შემთხვევაში ყოველთვის იწვევს კატასტროფულ შედეგებს. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს 1924 წ. წყალდიდობა ქალაქ ლენინგრადში, როდესაც მდინარე ნევის დონემ 9 მეტრით აიწია და დატბორა ქალაქის დიდი ნაწილი. დაახლოვებით იგივე განმეორდა 2005 წელს ქალაქ ნიუ-ორლეანის ტრაგედიის დროს, რომლის შესაძლებლობის შესახებაც მეცნიერებმა 7 წლით ადრე გააფრთხილეს აშშ-ს მთავრობა. თუმცა კონგრესმა უარყო მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მისისიპის დამცავი დამბების პროექტი სიძვირის გამო (14 მლრდ აშშ დოლარი) რამაც შემდგომში გამოიწვია 253 მლრდ დოლარის ზარალი.
ზემოაღნიშნული კატასტროფის მიზეზი გახდა ორი, ერთი მეორეს მიყოლებით შემოჭრილი ქარიშხლები: რიტა და  ქათრინა… რომლებმაც გარდა მატერიალური ზარალისა, 2100 ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა, ხოლო გადარჩენილებს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.
ანალოგიური ვითარება აღინიშნება ქალაქ ფოთშიც, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდ.რიონის ახალი არხი (ნაბადი), ხოლო მეორე ისტორიული ტოტი ქალაქზე გადის, ქალაქს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, შესაბამისად შავი ზღვა და პალიასტომის ტბა ესაზღვრება. აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამივე ობიექტი ქალაქთან შედარებით მაღლა მდებარეობს და იშვიათი უზრუნველყოფის წყალმოვარდნებისა და შტორმული მოდენების დროს, მითუმეტეს ამ მოვლენების სინქრონული განვითარების შემთხვევაში, ქალაქს დატბორვა ემუქრება, რის შედეგადაც ქვეყანა პირველ რიგში იზარალებს მსხვერპლის გამო, ხოლო შემდეგ მატერიალური თვალსაზრისით.
დღესდღეობით ქვეყნისა და ინფრასტრუქტურის საერთო დაგეგმვაში სერიოზულ პრობლემად რჩება კლიმატის შესაძლო ცვლილებები, განსაკუთრებით კი ქალაქ ფოთისათვის, სადაც დღეს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტვირთის გადაზიდვის მასშტაბები. პრობლემას ამწვავებს ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარე არცერთი პროექტი სათანადოდ არ აფასებს შექმნილ ვითარებას, მეტიც, ზოგიერთი ფართომასშტაბიანი პროექტი არც კი ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების შესაძლო სახიფათო გავლენას. ასეთებია, მაგალითად:
„ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის გაერთიანებული (ინტეგრირებული) დაგეგმვა“და „დაცული ტერიტორიის განვითარება“.

ქალაქ ფოთის სამხრეთი სექტორში ნაპირების წარეცხვასთან საბრძოლველად შემუშავდა რამოდენიმე პროექტი, რომლებშიც შემოთავაზებულია ნაპირების ავარიულ უბნებზე ქვიშის დიდი რაოდენობით (რამოდენიმე ათეული მლნ მ 3/ წელიწადში) ხელოვნური შეტანა (რეფულირება), და ნაპირდამცავი საინჟინრო ნაგებობების (ბუნების) აგება.
მსგავსი პრობლემები წამოჭრილია ფოთის სამხრეთითაც მდინარე ჭოროხის დელტაში, ადლია-ბათუმის სანაპიროს მონაკვეთზე. მდინარე ჭოროხზე კაშხალთა კასკადის მშენებლობა, რომელსაც თურქეთის მხარე ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხზე აგებული იქნება 10 კაშხალი, მათგან უდიდესი 223 მეტრი სიმაღლის იქნება, ხოლო უმცირესი 44 მეტრი. აღნიშნული ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს სანაპირო ზოლს, განსაკუთრებით კი გონიოს, ადლიას (სადაც ზღვა უკვე უტევს ხმელეთს. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან სოფელ ადლიის მაცხოვრებლებმა 2-3-ჯერ გადაიტანეს საცხოვრებლები, ხოლო ზღვამ ნაპირის 200 მ შთანთქა) ბათუმს და მეტნაკლებად სარფს.
ფოთისა და ბათუმის სანაპირო ზონაში საადაპტაციო პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ღირებულება 60-130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს საქართველომ დასახმარებლად მიმართა გლობალურ გარემოს დაცვით ფონდს. შესაბამის პროექტების შესრულების შემთხვევაში ქვეყნის ისტორიაში პირველად გგფ-ს მიერ განხორციელდება საადაპტაციო პოლიტიკის რეალური მიმართულება. პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მმართველობასა და მოსახლეობას (ქ. ფოთისა და ბათუმის ფარგლებში) კლიმატის ცვლილების შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების ჩატარებაში.

მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

გვემუქრება თუ არა გლობალური დათბობა?

გლობალურ დათბობაზე პრეზენტაციის სანახავად დააჭირეთ აქ.
გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, ბანგალორში გამოშვებული ნახშირორჟანგისა და სხვა სასათბურე აირების გამონაბოლქვი ისეთივე პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოსთვის როგორც ბრიტანეთის ბირმიnგემში თუ ალაბამის ბირმინგემში.. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ რომ ისეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი დავეხმაროთ: ამ პრობლემას სწორი მიმართულებით ებრძოლონ.
“გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს”
ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა ტონი ბლერმა ლონდონში მსოფლიო ბანკის ყოფილი წამყვანი ეკონომისტის ნიქოლას სტერნის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის პრეზენტაციაზე გააკეთა განცხადება: “გლობალური დათბობა მსოფლიოს
უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს, რომელიც მსოფლიო ომებს და დიდ დეპრესიას უტოლდება”.
700 გვერდიან ნაშრომში ნათქვამია რომ მსოფლიოს ეკონომიკას კლიმატური ცვლილებების გამო დიდი ზარალი მიადგება, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს წლიური ერთობლივი შინაგანი პროდუქტის ხუთიდან ოც პროცენტამდე მერყეობდეს. ამ გამოკვლევის მიხედვით ჰაერის ტემპერატურამ 21-ე საუკუნეში შესაძლოა 5 გრადუსით მოიმატოს, რაც არნახულ წყალდიდობას გამოიწვევს და 200 მილიონ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის მიტოვებას აიძულებს
სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა
ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგეულები, წყლის ორთქლი და ზოგიერთი სხვა გაზი ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობენ, რასაც სათბურში მინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწა შთანთქავს, მაგრამ არ ატარებენ დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ამ მოვლენას სათბურის ეფექტი უწოდეს.
მე-20 საუკუნეში საწვავის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის მატება გამოიწვია. სათბურის ეფექტის გამო დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა და მოსალოდნელია მისი შემდგომი მატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელითაა ცნობილი.
გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და კვლავ მიმდინარეობს ტყეების მასიური გაჩეხვა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება.

გოლფსტრიმი მოკვდა, გველოდება თუ არა გამყინვარების პერიოდი?

დედამიწაზე სიცოცხლე ეს-ესაა შეიცვალა. გოლფსტრიმი მოკვდა... თანამგზავრის ბოლო მონაცემებით, გოლფსტრიმის თბილი დინება აღარ არსებობს.
ჩრდილოეთ ატლანტიკის დინებების მთელი სისტემა პლანეტის სითბური რეგულირებისთვის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. ეს დინება მთელ მსოფლიოს ახალი გამყინვარების პერიოდისგან იცავდა. ამჟამად რიგ ადგილებში ცირკულაციის სისტემა მკვდარია და ის სხვა ნაწილებშიც კვდება.
გოლფსტრიმი - ეს არის "მდინარე" თბილი წყლით, რომელიც ატლანტიკის ოკეანის გავლით მურმანსკამდე აღწევდა და ევროპას ათბობდა, ამავდროულად დინება ევროპას პოლარული ქარისგანაც იცავს.
იტალიელმა ფიზიკოსებმა ექსპერიმენტის დროს ცივი წყლით სავსე აბაზანა გამოიყენეს და წყლის თბილ ხაზებს შეფერილობა მისცეს. შესაძლებელი იყო თბილი და ცივი წყლის ფენების გარჩევა. როცა აბაზანაში ზეთი დაამატეს, ცივ და თბილ ფენებს შორის ზღვარი წაიშალა და დინების სათავეც განადგურდა.
იგივე ხდება გოლფსტრიმის დინებასთან დაკავშირებით მექსიკის ყურესა და ატლანტიკის ოკეანეში. მდინარე "თბილი წყლით", რომელიც კარიბის აუზის ქვეყნებიდან მოდის, დასავლეთ ევროპამდე ვერ აღწევს. ის კვდება კორექსიტის გამო. Corexit-გამხსნელი, ძირითადად ნავთობის ლაქის გამხსნელად გამოიყენება. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენების უფლება ობამას ადმინისტრაციამ "BP"-ს მისცა. "ბრიტიშ პეტროლეუმ"-მა ეს ნივთიერება იმ ზიანის მასშტაბების დასაფარად გამოიყენა, რომელიც გასული წლის აპრილში "BP"-ს საბურღი პლატფორმის დაზიანებამ გამოიწვია.
გოლფსტრიმის დინების მდგომარეობის შესახებ პირველად იტალიელმა ფიზიკოსმა და თეორეტიკოსმა ჯანლუიჯი ზანგარიმ განაცხადა. ზანგარი ირწმუნება, რომ ნავთობის რაოდენობა გამუდმებით ფართოვდება და ისეთ დიდ ნაწილებს იკავებს, რომ ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს პლანეტის თერმორეგულაციის სისტემაზე.

სიმწვანე – ერთადერთი იარაღი გლობალური დათბობის წინააღმდეგ

ვებ დოკუმენტის სანახავად დააჭირეთ აქ.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. თარგი:დედამიწა